უნაზესი ცომი ღვეზელებისთვის
უნაზესი ცომი ღვეზელებისთვის
დრო 150წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ერთხელ თუ სცდით, მომავალშიც აუცილებლად მოამზადებთ ამ შესანიშნავ ცომს. გულში შეგიძლიათ ჩაუდოთ ნებისმიერი ტკბილი ან მარილიანი გულსართი, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, ყველი, ხორცი, სოსისი თუ ა.შ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 600 გ
  • შაქარი - 50 გ
  • კვერცხი - 2
  • რძე - 250 გ
  • დარბილებული კარაქი - 50 გ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 1.5 ჩ.კ
მომზადების წესები

საფუარი გახსენით თბილ რძეში და დაამატეთ 1 ს.კ შაქარი. 10 წუთის შემდეგ, დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად დაამატეთ ფქვილს და მოზილეთ ცომი. თუ ცომი თხელია, ცოტა ფქვილი მიამატეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, რბილი, არ ეწებებოდეს ხელს.
დადგით სითბოში ასაფუებლად. სასურველია ორჯერ ჩაზილოთ და მესამე ამოფუების დროს ჩაუდოთ გულსართი.
დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე, ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება.

ტეგები:
ღვეზელი ცომი ნანახია: 94061