ღუმელში შემწვარი წვნიანი ქათმის ფილე
ღუმელში შემწვარი წვნიანი ქათმის ფილე
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი - 1
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • კეფირი - 300 გ
  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხმელი რეჰანი ან ორეგანო
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები
თავდაპირველად მოამზადეთ მარინადი. კეფირს შეურიეთ ლიმონის წვენი, პამიდვრის პიურე, მარილი, სანელებლები, პილპილი.  ამის შემდეგ, ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ და დანით გაუკეთეთ ნაჩხვლეტები. ასე ხორცი უკეთ შეიწოვს მარინადის მთელ არომატს. დატოვეთ ხორცი მარინადში 3-4 საათი მაინც, ისე რომ კეფირი მას ყველა მხრიდან ფარავდეს. 
ამის შემდეგ ფილე ჩადეთ ფოლგაში და ისე შეფუთეთ, რომ არსაიდან არ გამოვიდეს ორთქლი. შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში20-25 წუთი. ამგვარად ფილე გამოდის ნაზი, რბილი და წვნიანი.


ტეგები:
პამიდორი კეფირი ქათმის ფილე ნანახია: 14398