წყალი და რძე ცოტა შეათბეთ, შეურიეთ შაქარი და საფუარი. დატოვეთ 10-15 წუთი. ფქვილი გაცერით, დაამატეთ საფუვრიანი რძე, კვერცხი, ვანილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ კარაქი. ცომი უნდა იყოს საშუალო სიმაგრის, არ ეწებებოდეს ხელებს. დააფარეთ და დადგით სითბოში გასაფუებლად. ცომი უნდა გაორმაგდეს. ამის შემდეგ ცომი გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, გამოჭერით საშუალო ზომის რგოლები , გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ რომ ხელახლა ამოფუვდნენ. ღრმა ქვაბში გააცხელეთ იმდენი ზეთი, რომ ფუნტუშები ტივტივებდნენ. შეწვით ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე. მზა ფუნთუშები გადაიტანეთ ხელსახოცზე, შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა მიირთვით თბილ-თბილი.