შოკოლადის და ხაჭოს ნამცხვარი
შოკოლადის და ხაჭოს ნამცხვარი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 500 გ
გულსართი:
  • კაკაო - 2 ს.კ
  • გამდნარი კარაქი - 2 ს.კ
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • არაჟანი - 200 გ
  • კვერცხი - 2
  • სახამებელი - 1 ს.კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხი - 3
მომზადების წესები
შევურიოთ ერთმანეთს  ხაჭო, კვერცხი, შაქარი, სახამებელი ან მანანის ბურღული და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. 
ცომისთვის ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დავამატოთ არაჟანი, სოდა და გამდნარი კარაქი.  ბოლოს დავამატოთ კაკაო და ფქვილი.
ფორმას წავუსვათ კარაქი ან ჩავაფინოთ ქაღალდი. ჩავასხათ ცომის ნახევარი, ცენტრში დავასხათ ხაჭოს მასა, შემდეგ კი დავფაროთ დარჩენილი ცომით.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში






ტეგები:
ხაჭო კაკაო ნანახია: 44306