შოკოლადის ნამცხვარი მინანქრით
შოკოლადის ნამცხვარი მინანქრით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1/2 ჭიქა
მინანქარი:
  • მწიკვი მარილი
  • კაკაო - 2 ს.კ
  • ფქვილი - 3/4 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • დარბილებული კარაქი - 120 გ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • კაკაო - 1 ს.კ
  • შესქელებული რძე - 3 ს.კ
მომზადების წესები
გაცერიტ კაკაო და ფქვილი ერთად. დაამატეთ მწიკვი მარილი. ათქვიფეთ შაქარი და კარაქი, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხები. დაამატეთ ფქვილიანი ნარევი, გადაიტანეთ  საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. გააციეთ ფორმაშივე.

კარაქი გაადნეთ, შეურიეთ კაკაო, შაქარი, შესქელებული რძე და ერთი წუთით წამოადუღეთ. გადაუსვით ნამცხვარს ფორმაშივე და  გააგრილეთ.

გემრიელად მიირთვით


ტეგები:
კაკაო შოკოლადი ნანახია: 100964