შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და შაქარი. შემდეგ დაამატეტ კვერცხი, შესქელებული რძე და არაჟანი. ყველაფერი კარგად აურიეთ, გადაიტანეთ ქაღალდ ჩაფენილ 15-18 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.გაციების შემდეგ, ბისკვიტს თანაბრად შემოვაჭრათ გვერდები ან ზემოდან ავაჭრათ თხელი ფენა, რომელსაც დავფხვნით და გასაფორმებლად გამოვიყენებთ. ბისკვიტზე დავალაგოთ მთლიანი ან დაწრილი ბანანები.ავთქვიფოთ ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. როგორც კი კრემი გასქელდება და ფორმას დაიჭერს, თქვეფა შევწყვიტოთ. მიღებული კრემი ქუდივით დავადოთ ბისკვიტს ზემოდან, ისე, რომ ბანანები მთლიანად დაიფაროს. ზემოდან გავაფორმოთ ბისკვიტის ნაფხვენებით.ტორტი მზადაა, თუმცა უმჯობესია რამდენიმე საათი მაცივარში გავაჩეროთ.