გოგრას მოვაცილოთ თესლი და კანი, დავჭრათ პატარა კუბებად. მოვხარშოთ შაქრის სიროპი, მდუღარე სიროპში ჩავყაროთ გოგრა და ვხარშოთ 10 წუთი. შემდეგ გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. ჩავამატოთ სანელებლები და ფორთოხლის წვენი. გავიმეოროთ ადუღება გაციების პროცესი 5-6 მაინც, სანამ გოგრის ნაჭრები ნახევრად გამჭვირვალე ეფექტს არ მიიღებს.ცუკატები გადავიტანოთ ფოლგაზე ან პერგამენტის ქაღალდზე და გავაშროთ. შემდეგ შევინახოთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში და გამოვიყენოთ დანიშნულებისამბრ - სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმში