კლასიკური გერმანული შნიცელი
კლასიკური გერმანული შნიცელი
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 300 გ
  • ფქვილი
  • კვერცხი - 1
  • საფანელი
  • ლიმონი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

ხორცი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. წაუსვით მარილი და პილპილი, გადააფარეთ კულინარიული ცელოფანი და დაბეგვეთ. ხორცის ნაჭერი უნდა გაბრტყელდეს და სიგანეში გავიდეს. 
ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს საფანელში. შეწვით ბლომად ცხელ ზეთში, ტაფაზე ან ფრიტიურში.  გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. 
სუფრასთან მიიტანეთ ლიმონის ნაჭერთან ერთად, რომელსაც მირთმევის წინ მოასხურებთ - ძალიან უხდება.

 

ტეგები:
ღორის ხორცი შნიცელი ნანახია: 15591