მწიფე, შემოსულ კოწახურს დააყარეთ 500 გ შაქარი და დატოვეთ ოტახის ტემპერატურაზე მთელი ღამით. წვენი გადაუწურეთ, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და წყალი, მოამზადეთ სიროპი. მდუღარე სიროპი დაასხით ნაყოფს, გააჩერეთ 3-4 საათი, შემდეგ მოხარშეთ მურაბა. ხარშეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ. მურაბა უნდა ჩასქელდეს.