ციტრუსის სიროპი
ციტრუსის სიროპი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი - 1 კგ
  • ლიმონი - 400 გ
  • მანდარინი - 300 გ
  • შაქარი - 900გ დაახლოებით
მომზადების წესები

ლიმონისა და ფორთოხლის ნახევარს აახეხეთ ცედრა. გამოწურეთ წვენი ყველა მათგანიდან. ყოველ 250 გ წვენზე დაამატეთ 300 გ შაქარი და გახეხილი ცედრა. მოურიეთ და დადგით 1 ღამით მაცივარში.
შემდეგ წვენი წამოადუღეთ და ხარშეთ 10 წუთი დაბალ ტემპერატურაზე. გაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში.
შეინახეთ გრილ ადგილას.
სიროპის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კოქტეილებში,  დესერტებსა თუ კრემებში