პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი, შემდეგ ჩადეთ ცივში. გააცალეთ კანი და წვრილად დაჭერით. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ დარბილებამდე, შემდეგ ბლენდერით ერთიან მასად აქციეთ. მარლის ტომარაში გამოკარით დანის პირით გაჩეჩქვილი პილპილი, დაფნა, მწარე წიწაკა, დაჭრილი ხახვი და ჩააგდეთ კეტჩუპში, აქვე ჩაამატეთ დაფქული ქინძი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება და განახევრდება. შემდეგ დამატეთ მარილი, ძმარი, შაქარი, ნივრის ფხვნილი. ამოიღეთ სუნელებიანი ტომარა. წამოადუღეთ კიდევ 5 წუთით და ჩაასხით სუფთა სტერილურ ქილებში. მარილი და სუნელები თქვენი გემოვნებით დაუმატეთ, რეცეპტში მოცემული პროპორციები პირობითია. Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%97%D0%B0%D0%BA%D1%83%D1%81%D0%BA%D0%B8/%D0%9E%D1%81%D1%82%D1%80%D1%8B%D0%B9-%D1%82%D0%BE%D0%BC%D0%B0%D1%82%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D1%81%D0%BE%D1%83%D1%81