კექსი "შემოდგომა" ხილითა და სანელებლებით
კექსი "შემოდგომა" ხილითა და სანელებლებით
დრო 75წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 1 ჭიქა
  • ვაშლი - 2 ცალი
  • მსხალი - 1 ცალი
  • დარბილებული კარაქი - 220 გ
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • ქიშმიში - 1/2 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩ.კ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ
  • მიხაკი - 1/4 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ქიშმიში ჩაალბეთ ცხელ წყალში 1 საათით. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე, ფორმას წაუსვით კარაქი. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, დარიჩინი, მუსკატი, მიხაკი, მწიკვი მარილი და  შაქარი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი და დარბილებული კარაქი, შეურიეთ ფქვილიანი მასა. მიღებულ ცომს შეურიეთ კუბებად დაჭრილი, გათლილი ვაშლი, მსხალი, ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი. ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40-50 წუთი.