ღვინოში ჩაშუშული ხორცი
ღვინოში ჩაშუშული ხორცი
დრო 150წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 1 კგ
  • სტაფილო - 2-3 ცალი
  • ქამა სოკო - 500 გ
  • წითელი ღვინო - 400 მლ
  • წყალი - 200-300 მლ
  • დაფნის ფოთოლი
  • ქონდარი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხორცი დაჭერით  ულუფებად. სქელძირიან  ღრმა ქვაბში ან ტაფაში, რომელსაც შემდეგ ღუმელში შედგამთ, გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცი. მეტი არომატისთვის, ხორცთან ერთად  შეწვით ბეკონიც. დაამატეთ დაჭრილი ხახვი  და მოშუშეთ, თუ წვრილ ხახვს შეარჩევთ (ე.წ. შალოტი), შეგიძლიათ მთლიანი თავები ჩაყაროთ.  დაამატეთ დაჭრილი სოკო და სტაფილო, დაასხით ღვინო, ბულიონი ან წყალი.  წვენი ძალიან ბევრი არ უნდა იყოს, მაგრამ არც მეტისმეტად მშრალი კერძი ვარგა. დაამატეთ მარილი და პილპილი, ქონდარი, დაფნა და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, 2 საათი. თავზე ფოლგა დააფარეთ. ხორცი რომ კარგად დარბილდება, კერძი მზადაა. გარნირად უხდება პიურე.
ტეგები:
სტაფილო ხორცი სოკო ღვინო ნანახია: 16181