გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ ფორმა - ჩააფინეთ ქაღალდი ან წაუსვით ცხიმი. შეურიეთ ერთმანეთს კაკაო, ფქვილი, მარილი და სოდა. ცალკე შეურიეთ შაქარი, ზეთი, წყალი, ყავა და ძმარი. შემდეგ ორივე მასა ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული ცომი ჩაასხით ფორმაში და გამოაცხეთ. გააციეთ და დაჭერით. ნამცხვარს შეგიძლიათ წაუსვათ ნებისმიერი მარტივდ მოსამზადებელი შოკოლადის კრემი ან განაში და აქციოთ ტორტად. ზემოდან მორთეთ შოკოლადის ბურბუშელით.