თაფლის რულეტი არაქისით
თაფლის რულეტი არაქისით
დრო 60წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 4
  • კვერცხის ცილა - 2
  • შაქარი - 150 გ
  • თაფლი - 3 ს.კ
  • სოდა - 1 ჩ.კ
კრემი:
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შესქელებული რძე - 1/2 ქილა
  • არაჟანი - 100 გ
  • არაქისი - 300 გ
  • შოკოლადი - 50 გ
მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. თქვეფის შეუწყვეტლად დაამატეთ თაფლი. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ გაცრილი ფქვილი და  სოდა. 

ფართო ცეცხლგამძლე ფორმას დააფინეთ ქაღალდი. დაასხით ცომი და გაანაწილეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი, ისე რომ ბისკვიტი ძალიან არ გამუქდეს და გამოშრეს. 

ბისკვიტი პირსახოცზე გადაიტანეთ და რულეტივით გადაახვიეთ. სანამ ბისკვიტი ცივდება, დაჭერით არაქისი, მოაფრქვიეთ მარილი და მოხალეთ ღუმელში ფერის შეცვლამდე. 

დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე (ჩვეულებრივი ან მოხარშული) ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ოტახის ტემპერატურის არაჟანი. მიღებული კრემი წაუსვით რულეტს და ხელახლა გადაახვიეთ. ცოტაოდენი ზემოდანაც გადაუსვით, უხვად მოაყარეთ არაქისი და მოასხით გამდნარი შოკოლადი. რულეტი რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ