ყველაზე გემრიელი ყავის ლიქიორი
ყველაზე გემრიელი ყავის ლიქიორი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხსნადი ყავა - 3 ს.კ
  • მდუღარე წყალი - 175 მლ
  • შოკოლადი - 15 გ (3 კვადრატი)
  • კონიაკი - 175 გ
  • შესქელებული რძე - 350 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
მოამზადეთ ხსნადი ყავა. ჯერ ისევ ცხელში ჩაამატეთ შოკოლადი და მოურიეთ რომ გადნეს. დაამატეთ ვანილი.
შემდეგ დაამატეთ ალკოჰოლი. შემდეგ - შესქელებული რძე. კარგად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოთ - მიქსერით უფრო მოსახერხებელია. შედგით მაცივარში. პერიოდულად კარგად შეანჯღიეთ, რომ ყველაფერი ერთმანეთში შეერიოს და გაიხსნას.