ფილე, კომბოსტო და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში. დაამატეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და ნოტიო ხელებით გააკეთეთ კატლეტები. პური და კვერცხი არ სჭირდება. ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი და შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან. აგრეთვე შეგიძლიათ მოამზადოთ ორთქლზე ან ღუმელში.