ქვაბში მოვათავსოთ წყალი, ზეთი, მარილი, შაქარი და წამოვადუღოთ. ბოლოს დავამატოტ ძმარი. კომბოსტო გავრეცხოთ და დავშალოთ ყვავილედებად, სტაფილო დავჭრათ რგოლებად. გადავიტანოთ ქვაბში დაფნასთან, პილპილთან და ქინძთან ერთად. ამოვურიოთ და გადმოვიღოთ ცეცხლიდან. გავაგრილოტ და შევინახოთ მაცივარში 1 დღე-ღამე. შემდეგ კომბოსტო გადავიტანოთ ქილებში, დავასხათ მარინადი და მჭიდროდ დავახუროთ თავზე. მწნილი უკვე მზადაა.