გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კექსის ფორმას ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი. ათქვიფეთ მიქსერით შაქარი, კვერცხი და ზეთი. შეურიეთ მაწონი, შემდეგ დარიჩინი, სოდა და ფქვილი. მწიფე, რბილი ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ და ჩაამატეთ ცომში.გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ. მორთეთ თქვენი გემოვნების მიხედვით. ცომში ასევე შეგიძლიათ დაამატოთ შოკოლადი ან ნიგოზი.