ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და აცალეთ გაფუება.რძე და ნაღები კარგად გააცხელეთ, ჩაამატეთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და ვანილი. მოურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. ჟელატინს გადაუწურეთ ზედმეტი წყალი და ჩაამატეთ ცხელ რძეში. კვლავ მოურიეთ.მიღებული კრემი ჩაასხით ფორმებში და მაცივარში გააციეთ. სუფრაზე მიტანის წინ ფორმიდან გადმოიღეთ და მორთეთ როგორც გსურთ.