კეცულა - ქათამი არაჟნის სოუსით
კეცულა - ქათამი არაჟნის სოუსით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხახვი - 2 თავი
  • არაჟანი - 500 გ
  • კარაქი - 50 გ
  • ზეთი - 3 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 5 კბილი
  • ქინძი
მომზადების წესები
კარაქი და ზეთი გავაცხელოთ ტაფაში, შევწვათ დაჭრილი ფილე. დავამატოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და განვაგრძოთ შუშვა რამდენიმე წუთი, სანამ ხახვი დარბილდება. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ნიორი, პილპილი, მარილი, არაჟანი და წყალი. კარგად მოვურიოთ და განვაგრძოთ შუშვა რამდენიმე წუთი. ბოლოდ დავამატოთ დაჭრილი ქინძი.
ტეგები:
ქათამი არაჟანი ნანახია: 180440