დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
რეცეპტი მოგვაწოდა ჩვენი გვერდის მკითხველმა ანასტასია პანაგიოტიდუ-ბოკუჩავამ
ინგრედიენტები
- კვერცხი - 4
- რძე - 200 გ
- გამდნარი კარაქი ან ზეთი - 200 გ
- შაქარი - 2 ჩ.კ
- მარილი - 1 ჩ.კ
- საფუარი - 1 ს.კ
- ფქვილი - რასაც შეიზელს
გულსართი:
- გახეხილი ყველი - 500 გ
- კვერცხი - 1
მომზადების წესები
კვერცხი ავთქვიფოთ კარგად მარილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ თბილი რძე, საფუარი,ზეთი ან კარაქი და შევაზილოთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი და არ ეკვრებოდეს ხელებს.
ვაჩერებთ ცომს 15-20 წუთით. არაა აუცილებელი გაფუვდეს. შემდეგ ვანაწილებთ 5 ნაწილად.თითოეულ ცომს ვაბრტყელებთ მრგვალად და ვჭრით (როგორც პიცას) 8 ნაწილად. ჩავუდებთ გულსართს და გადავახვევთ. გადახვევის წესი იხილეთ ფოტოზე. ზემოდან გადავუსვათ კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე სანამ არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით