ფორმას, რომელშიც გამოცხობას აპირებთ წაუსვით კარაქი სქლად. ლავაში დაჭერით ფორმის ზომაზე. რაც უფრო ფუმფულა ღვეზელის გამოცხობა გსურთ, მეტი ლავაში (და შესაბამისად დანარჩენი ინგრედიენტები) დაგჭირდებათ.ყველი მსხვილად გახეხეთ. ლავაშს ძალიან თხლად გადაუსვით მაიონეზი. მოაყარეთ ბლომად ყველი. ასე გაიმეორეთ ყველა ფენაზე.შემდეგ ათქვიფეთ რძე, კვერცხი, მარილი და დაასხით ღვეზელს ზემოდან. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.