სახლში გამომცხვარი ლავაში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • წყალი - 1.3 ჭიქა
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები
ადუღებულ წყალს დაამატეთ მარილი და ზეთი. შეურიეთ 1/2 ჭიქა ფქვილი და კარგად გახსენით. ფქვილის ნაწილის ამ გზით მოხარშვა ცომს გახდის ელასტიურს და რბილს. გააგრილეთ, დაამატეთ კვერცხი, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. თუ ცომი ხელს ეკვრის და ძალიან თხელი, ფქვილი კიდევ დააამატეთ.  დაასვენეთ ცომი 1 საათი ან მეტიც, საჭიროების შემთხვევაში. შემდეგ გაანაწილეთ კვერცხის ხელა გუნდებად, ძალიან თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხეთ კარგად გაცხელებულ ტაფაზე, ორივე მხრიდან. გამომცხვარი ლავაშები პოლიეთილენის პაკეტში შეინახეთ, სანამ გულსართს ჩაუდებთ. 
ტეგები:
ლავაში ნანახია: 27382