პანა კოტა შოკოლადის სოუსში
პანა კოტა შოკოლადის სოუსში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟელატინი - 1 ჩ.კ
  • შაქარი - 25 გ
  • ნაღები 35 % - 330 მლ
  • ვანილი
  • შოკოლადი - 30 გ
მომზადების წესები

დაალბეთ ჟელატინი 2 ს.კ წყალში. ფორმებს (150 მლ-იანი) წაუსვით კარაქი.
ნაღებს დაამატეთ ვანილი და შაქარი, გააცხელეთ ისე რომ შაქარი გადნეს და გადმოიღეთ ცეცხლიდან.
ჟელატინი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე და ჩაასხით ნაღებში. კარგად გახსენით. გაანაწიელეთ ფორმებში და შედგით მაცივარში. მირთმევის წინ გადოიღეთ თეფშებზე. ადვილად რომ ამოიღოთ ფორმები რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩადეთ, შემდეგ თეფშზე გადმოაბრუნეთ.
მოამზადეთ შოკოლადის სოუსი: დარჩენილი ნაღები და შოკოლადი გაადნეთ. კარგად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გააგრილეთ და მოასხით დესერტს გარშემო. მორთეთ კაკაოთი და შოკოლადის ნატეხებით

ტეგები:
ნაღები შოკოლადი პანა კოტა ნანახია: 11625