ნიგვზიანი ბაჟე
ნიგვზიანი ბაჟე
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 250 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხმელი სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი - 1-1 ჩ.კ
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • ძმარი
მომზადების წესები

ნიგოზი ორ-სამჯერ გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ქინძი, ზაფრანი, მარილი, წიწაკა. ამის გაკეთება შეიძლება ბლენდერშიც.
ყველაფერი კარგად დაზილეთ ხელით ისე, რომ ზეთი გამოუვიდეს. გაწურეთ და ზეთი ცალკე შეინახეთ.
ბულიონით ან წყლით გგაათხელეთ ნიგვზის ნარევი სასურველ კონსისტენციამდე, შეურიეთ ცოტაოდენი კარგი ძმარი და   მოასხით ნიგვზის ზეთი.

ბაჟე შეგიძლიათ მოასხათ შემწვარ ქათამს ან თევზს.

*ნებისმიერი სანელებელი ან ნიორი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეამციროთ ან დაამატოთ

ტეგები:
ნიგოზი ბაჟე ნანახია: 115494