ტორტი სუფლეთი შაქრისა და ფქვილის გარეშე
ტორტი სუფლეთი შაქრისა და ფქვილის გარეშე
დრო 90წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სახამებელი - 4 სავსე სუფრის კოვზი
  • კვერცხი - 6
  • თაფლი - 4 ს.კ
  • კაკაო - 4 ს.კ
კრემი:
  • კრემ-ყველი (cream cheese) - 400 გ
  • ნაღები 35 % - 200 გ
  • თაფლი - 4 ს.კ
  • ჟელატინი - 6 ფურცელი ან 1.5 ს.კ
  • წყალი - 150 მლ
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
კვერცხის ცილისგან მოამზადეთ ბეზე.
ცალკე ათქვიფეთ გულები, თაფლი, კაკაო და სახამებელი. შემდეგ ამ მასას დაამატეთ ათქვეფილი ბეზე.
ღუმელის განიერ ტაფას დააფინეთ ქაღალდი და გაანაწილეთ ცომი. გამოაცხეტ დაახლოებით 12 წუთი. შემდეგ გააციეთ.

კრემი: ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ წყალი, თაფლი, ჟელატინი და გააცხელეთ, თან ურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. არ აადუღოთ. გააგრილეთ და ათქვიფეთ კრემ-ყველთან ერთად. შემდეგ შეურიეთ ცალკე ათქვეფილი ნაღები.
ბისკვიტი ორ ნაწილად გაყავით, ერთს წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა. შედგით მაცივარში რამდენიმე საათი, რათა კრემი შემაგრდეს.

ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი. ამისთვის შოკოლადი და ნაღები ერთად გაადნეთ ორთლზე, გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე და მოასხით ნამცხვარს.