მდნარი ყველის სუპი ბოსტნეულით
მდნარი ყველის სუპი ბოსტნეულით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 80-100 გ
  • ბროკოლი - 80-100 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კარტოფილი - 2-3 ცალი
  • მდნარი ყველი - 150გ
  • მარილი და პილპილი
  • წყალი - 1.2 ლ
მომზადების წესები
ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო კი გავხეხოთ. მოვშუშოთ ქვაბში, ცოტაოდენ ზეთში. დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და დავასხათ მდუღარე წყალი. ვხარშოთ 10-15 წუთი. კარტოფილი თითქმის მზად რომ იქნება, ჩავამატოთ დანაწევრებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ვხარშოთ 2-3 წუთი, შემდეგ ჩავჭყლიტოთ კარტოფილის საჭყლეტით მოხარშული ბოსტნეული. აუცილებელი არ არის რომ სუპი ერთგვაროვანი გახდეს. დავამატოთ მდნარი ყველი და კარგად გავხსნათ. ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ და გადმოვიღოთ ცეცხლიდან. შევაზავოთ მარილით და პილპილით.