ბოსტნეულთან ჩაშუშული ქათამი
ბოსტნეულთან ჩაშუშული ქათამი
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 400 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1-2 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • სოიოს სოუსი - 2 ს.კ
მომზადების წესები
ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ დაჭრილი ქათმის ფილე. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ტკბილი წიწაკა, განაგრძეთ შუშვა თან ხშირად ურიეთ. თითქმის მზად რომ იქნება, მოასხით სოიოს სოუსი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ, დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთი და მზად არის.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი სუნელი.
ტეგები:
ქათამი წიწაკა ნანახია: 12117