თხლად, ალყა-ალყად დაჭერით ხახვი. სიფრიფანა ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი, გაავლეთ წყალში რომ სახამებელი გაუვიდეს და პირსახოცზე შეაშრეთ.ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ხახვი, მაგრამ ისე რომ ფერი არ შეიცვალოს. შემდეგ დაამატეთ კარტოფილი. კარგად აურიეთ და შეწვით დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. პარალელურად ათქვიფეთ კვერცხი. კარტოფილს მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი, აურიეთ, შემდეგ დაასხით კვერცხი, ცეცხლი მინიმუმზე დაიყვანეთ და ტაფას დააფარეთ. შეწვით სანამ ქვედა მხრიდან არ შეიბრაწება. შემდეგ ომლეტი აკურატულად გადმოასრიალეთ თეფშზე და ჩააბრუნეთ ტაფაში მეორე მხრიდან. ომლეტის ზედა მხარე ახლა ქვემოდან უნდა მოექცეს და თავსახურის გარეშე დაბრაწოთ . კვლავ გადმოიღეთ თეფშზე, დაჭერით და მიირთვით თბილ-თბილი