ხორცის ბურთულები პომიდვრის სოუსში
ხორცის ბურთულები პომიდვრის სოუსში
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფარში - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მწვანე ხახვი - 3 ღერო
  • მარილი და პილპილი
  • პიტნა - 1-2
  • კვერცხი - 1
სოუსი
  • პამიდვრის პიურე - 400 გ
  • არაჟანი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • ხმელი რეჰანი ან ორეგანო
  • ხახვი - 1 პატარა თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
ფარშს დაამატეთ გატარებული ხახვი, ნიორი, მწვანილი, წყალში დამბალი და გაწურული პური, მარილი, წიწაკა და კვერცხი. კარგად აურიეთ. გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთულები და შეწვით ტაფაზე ან ღუმელში.

პარალელურად, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში. დაამატეთ პომიდვრის პიურე (იყიდება ქილებში, მზა). დაამატეთ ხმელი რეჰანი, მარილი და პილპილი. წამოდუღების შემდეგ დაამატეთ არაჟანი (ან ნაღები 10-20%) და ჩაალაგეთ სოუსში ხორცის ბურთულები, ჩაამატეთ დაფნა.  ხელახლა წამოადუღეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და სასურველ გარნირთან ერთად მიიტანეთ სუფრასთან.

ფარში გამოიყენეთ ნებისმიერი - საქონლის, ღორის, ქათმის ან მათი ნარევი.
ტეგები:
ფარში არაჟანი პამიდორი ნანახია: 36305