ორთქლზე ან მიკროტალღურში გაადნეთ კარაქი და შოკოლადი. კარაგდ მოურიეთ. დაამატეთ შაქარი. შემდეგ დაამატეთ კვერცხები სათითაოდ და თან თქვიფეთ. შეურიეთ ვანილი, ფქვილი და მწიკვი მარილი. სოდა არ სჭირდება.ამ ცომით უნდა გამოაცხოთ სამი ფენა, 22 სმ დიამეტრის ფორმაში, 180 გრადუსზე. მზა ფირფიტები რამდენიმე წუთი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ კი ამოიღეთ და ასე გააციეთ ბოლომდე. კრემი: ნაღები გააცხელეთ და დაამატეთ დამტვრეული შოკოლადი. კარგად ურიეთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. გააგრილეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი. კრემი სქელ, პუდინგის კონსისტენციას მიიღებს. ტორტზე წასმის მიქსერით მსუბუქად ათქვიფეთ. წაუსვით სამივე ფენას და გვერდებსაც. გააფორმეთ ფანტაზიის მიხედვით. ტორტი მაცივარში გააჩერეთ რამდენიმე საათი