კარაქს დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. კარაქი უნდა გადნეს და მასა ადუღდეს. მდუღარეში ჩავაატოთ ფქვილი და მარილი. ვურიოთ სწრაფად, ხის კოვზით, რომ არ მიიწვას. ეს გახლავთ ჩვეულებრივი მოხარშული ცომი. ცომი გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, ოდნავ შევაგრილოთ და შევათქვიფოთ კვერცხები. ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში. ღრმა ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და საკონდიტრო ტომრიდან მოგრძო ფორმის ცომის ულუფები პირდაპირ ცხელ ზეთში ჩავასხათ. შევწვათ საშუალო ტემპერატურაზე, ყველა მხრიდან. შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი დაიწრიტოს.სოუსისთვის გააცხელეთ რძე და ჩაამატეთ დამტვრეული შოკოლადი სანელებლებთან ერთად. კარგად აურიეთ რომ მთლიანად გაიხსნას.მიირთვით თბილი ჩუროსები ამ სოუსთან ერთად.