უნაზესი ტორტი ბეზეთი და ნიგვზით
უნაზესი ტორტი ბეზეთი და ნიგვზით
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 170 გ
  • ვანილი
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • რძე - 350 გ
  • შაქარი - 10 ს.კ
  • კვერცხის გული - 10
კრემი:
  • დაფქული ნიგოზი - 50 გ
  • ფქვილი - 1/2 ს.კ
  • შაქარი - 2.5 ს.კ
  • კვერცხის ცილა - 3
ბისკვიტი:
კრემი #2
  • ნაღები 35 % - 350 გ
  • შაქარი - 200 გ (კარამელისთვის)
  • ნიგოზი - 120 გ
მომზადების წესები
ჯერ მოამზადეთ კრემი: შეურიეთ კვერცხის გული, შაქარი, ფქვილი, ვანილი და დაასხით ცხელი რძე. თან კარგად ურიეთ. შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე გამუდმებული მორევით. კრემი რომ შესქელდება გადმოდგით და შეაგრილეთ. შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი.

სანამ კრემი მაცივარში გაცივდება, მოამზადეთ ფირფიტები. რეცეპტში მოცემულია 1 ფირფიტის ინგრედიენტები. რადგან ტორტს სამი ფირფიტა სჭირდება, სამმაგი ოდენობით უნდა მოამზადოთ. ანუ მთლიანობაში გჭირდებათ 9 კვერცხის ცილა, 7.5 სუფრის კოვზი შაქარი და ა.შ. ბეზეს აქვს თვისება - ხანგრძლივად დაყოვნების შემდეგ დავარდეს/დადნეს, ამიტომ უმჯობესია სამივეჯერ ცალ-ცალკე, უშუალოდ გამოცხობის წინ ათქვიფოთ.

ათქვიფეთ ცილისგან ბეზე, თანდათან შეათქვიფეთ შაქარი. მიიღებთ პრიალა მასას. დაამატეთ ფქვილი და ნიგოზი, ფრთხილად შეურიეთ.
ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და გაანაწილეთ ბეზეს ფენა 1-1.5 სმ სისქეზე. გამოაცხეთ 170 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთი. მზა ბისკვიტი შეაგრილეთ და შემდეგ ააცალეთ ქაღალდი. ასე გაიმეორეთ დანარჩენი ფირფიტებისთვისაც.

შაქარი გაადნეთ ტაფაზე, მოამზადეთ მსუბუქი კარამელი. სასიამოვნო მოყავისფრო ელფერს რომ მიიღებს გადმოასხით პერგამენტის ქაღალდზე და გააციეთ.
კარამელი სწრაფად გაცივდება. დააფარეთ მეორე ფენა ქაღალდი და დასაბეგვი ჩაქუჩით ან ცომის გასაბრტყელებლით დაჩეჩქვეთ. უნდა მიიღოთ წვრილი ნაწილაკები, მაგრამ არა ფხვნილის მსგავსი. ეს შაქარი საჭიროა ხრაშუნა ფენისთვის.

ხრაშუნა ფენა: ათქვიფეთ ნაღებისგან კრემი, შეურიეთ კარამელიზებული შაქრის ნაწილაკები და მოხალული წვრილად დაქუცმაცებული ნიგოზი. თითოეულ ფენას ჯერ წაუსვით მოხარშული კრემი, შემდეგ ნაღებიანი ხრაშუნა ფენა. ტორტს გვერდებზეც ნაღებიანი კრემი წაუსვით და ნიგვზებით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!




ტეგები:
მოხარშული კრემი ნიგოზი ბეზე ნანახია: 34243