ზეითუნის ზეთში მოშუშეტ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაამატეთ კურკუმა, ძირა, დაფქული ჯანჯაფილი და კიდევ 1 წუთი შუშეთ. დაამატეთ ბულიონი, ლიმონის წვენი და ცედრა. წამოადუღეთ დაამატეთ ქერი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ქერი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი, მწვანილი, მარილი და პილპილი. სუპი მზადაა, გემრიელად მიირთვით!