ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილედებეად და 2-3 წუთი მოწალეთ მდუღარე წყალში. შემდეგ გადაიტანეთ ყინულიან ცივ წყალში რომ ხარშვა სწრაფად შეაჩეროთ. 5-10 წუთში ამოიღეთ და შეამშრალეთ. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი და შაქარი, შეათქვიფეთ კვერცხი. შემდეგ შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები, ბოლოს კი გახეხილი ყველი.ფორმას წაუსვით კარაქი და ჩადეთ ცომის ნაწილი, დაადეთ ბროკოლის ყვავილედი და დაფარეთ ცომით. გამოაცხეთ 170-180 გრადუსზე 20-25 წუთი.