არავინ არ მიჯერებს, რომ ეს საზამთროს მურაბა არ არის, ყველა შოკშია...
არავინ არ მიჯერებს, რომ ეს საზამთროს მურაბა არ არის, ყველა შოკშია...
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყაბაყი - 1 კგ
  • შაქარი - 800 გ
  • ფორთოხალი - 2 ცალი
  • ლიმონი - 1
მომზადების წესები

ქორფა ყაბაყი გარეცხეთ, გაჭერით, ამოაცალეთ თესლები და კუბებად დაჭერით. ლიმონი და ფორთოხალიც ასევე გარეცხეთ და კუბებად დაჭერით ან ხორცსაკეპში გაატარეთ. დააყარეთ შაქარი და დატოვეთ მინიმუმ 5 საათი ან მთელი ღამე, რათა ყაბაყმა წვენი გაუშვას. შემდეგ დადგით ცეცხლზე, წამოადუღეთ  და ხარშეთ 10-15 წუთი. გადმოდგით და გააციეთ. ასე გაიმეორეთ 2-3-ჯერ.  ბოლო წამოდუღების შემდეგ ცხელი მურაბა ჩაასხით ქილებში და დააფარეთ თავსახური.

ტეგები:
ლიმონი ფორთოხალი მურაბა ყაბაყი ნანახია: 10305