უებარი წამალი ხველისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თაფლი
  • შავი ბოლოკი
მომზადების წესები
ეს წამალი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ და წარმატებით იყენებდნენ ხველის სამკურნალოდ.  სულ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ - შავი ბოლოკი და თაფლი. 

საღამოს  ამოაჭერით გული ბოლოკს და ამოავსეთ თაფლით. დილით თაფლი გათხელებული დაგხვდებათ, სიროპის კონსისტენციით. მიიღეთ 1 ს.კ დღეში სამჯერ, ბავშვებმა კი 1 ჩ.კ დღეში სამჯერ. 2-3 დღის შემდეგ შედეგი აშკარა გახდება: ხველა შესუსტდება და თანდათან გაივლის, ხოლო მშრალი ხველა შეიცვლება სველით და ნელ-ნელა ნახველისგან გათავისუფლებას შეძლებთ.

ალერგიის შემთხვევაში თაფლის ნაცვლად შეგიძლიათ შაქარი გამოიყენოთ.
ტეგები:
თაფლი ბოლოკი ნანახია: 126452