კექსი "დედაქალაქური" ГОСТ-ის მიხედვით
კექსი "დედაქალაქური" ГОСТ-ის მიხედვით
დრო 80წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
როგორც სათაურიდან ჩანს, ეს გახლავთ ძველებური კექსი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა საბჭოთა ეპოქაში და მზადდებოდა სახელწიფო სტანდარტის მიხედვით.  ისიამოვნეთ ამ უგემრიელესი კექსით ყოველგვარი წარსულის ნოსტალგიის გარეშე :)

ინგრედიენტები

  • შაქარი - 170 გ
  • დარბილებული კარაქი - 170 გ
  • ქიშმიში - 170 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 3
  • ვანილი
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრი - მოსართავად
მომზადების წესები

შეარჩიეთ ხარისხიანი კარაქი და მუქი ფერის არომატული ქიშმიში.
ქიშმიში კარგად გარეცხეთ თბილ წყალში და ხელსახოცზე შეაშრეთ. დარბილებული კარაქი, შაქარი და ვანილი კარგად ათქვიფეთ მიქსერით. შეათქვიფეთ კვერცხები და დაამატეთ მწიკვი მარილიც. შემდეგ შეურიეთ გაცრილი ფქვილი და სოდა. მიიღებთ სქელ ცომს.

მზა ცომს დაამატეთ ქიშმიში.
კექსის ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ცომი. მოასწორეთ ზედაპირი, შემდეგ სველი დანით სიგრძეზე ჩაჭერით ცომი. ეს იმისთვის რომ ცხობისას ტანაბრად ამოფუვდეს საჭირო ადგილებში. გამოაცხეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ტეგები:
კექსი ქიშმიში ნანახია: 40316