ნიგვზიანი კანფეტები თეთრ შოკოლადში
ნიგვზიანი კანფეტები თეთრ შოკოლადში
დრო 30წთ
ულუფა 24
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი (თხილი, ნუში) - 150 გ
  • შტოშის ჩირი - 30-50 გ
  • შავი შოკოლადი - 50 გ
  • შესქელებული რძე - 2 ს.კ
  • თეთრი შოკოლადი - 150 გ
მომზადების წესები

ძალიან წვრილად დაჭერით ნიგოზი და შოკოლადი. თუ ჩირი მსხვილი ზომისაა, ისიც დაჭერით. შეურიეთ ერთმანეთს. დაამატეთ 2 ს.კ შესქელებული რძე და აურიეთ. სცადეთ პატარა ბურთულის გაკეთება - თუ მასა ძალიან ფხვიერია და არ იკვრება, ცოტა შესქელებული რძე კიდევ დაამატეთ. მთლიანობაში გააკეთეთ 24 პატარა ბურთულა და შედეთ საყინულეში.

ამავდროულად გაადნეთ თეთრი შოკოლადი, ამოავლეთ მასში ბურთულები, დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე და აცალეთ გაშრობა. შეგიძლიათ მაცივარშიც შედოთ - უფრო სწრაფად გაშრება შოკოლადი.