დრო
60წთ
ულუფა
4
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ხახვი - 2 თავი
- მარილი და პილპილი
- დაფნის ფოთოლი
- პამიდორი საკუთარ წვენში - 800 გ
- ტკბილი წიწაკა, წითელი - 500 გ
- ღორის ხორცი - 800 გ
- ნიორი - 3 კბილი
- სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
ხახვი დაჭერით წვრილად, წიწაკა ჩხირებად, ხორცი კი საშუალო ზომის ნაჭრებად.
სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ 2 კოვზი ზეთი და დაბრაწეთ ხორცი. გადაიტანეთ თეფშზე. იმავე ქვაბში, დარჩენილ ცხიმში მოშუშეთ ხახვი,შემდეგ დაამატეთ დაჭრილი წიწაკა და კვლავ შუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
ჩააბრუნეთ ხორცი ქვაბში, დაამატეთ პამიდორი (თუ მთლიანებია - დაჭერით), დაფნა, 1 ჭიქა ცხელი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ხორცი არ დარბილდება. დაამატეთ მარილი, პილპილი, სასურველი მწვანილი.
მიირთვით კარტოფილთან ერთად