ტორტი-სუფლე "ჩიტის რძე"
ტორტი-სუფლე "ჩიტის რძე"
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ჟელატინი - 25 გ + 120 მლ წყალი
  • კვერცხის ცილა - 5
კრემი:
  • ფქვილი - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 50 გ
  • შესქელებული რძე - 200 გ
  • ვანილი
მომზადების წესები

ჟელატინი დაალბეთ წყალში 20-30 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ შეურიეთ შაქრის ნახევარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ჟელატინი  და შაქარი უნდა გადნეს, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ ეს მასა.

კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად, შაქართან და ვანილთან ერთად. დაამატეთ ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ. 
ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე, შეურიეთ ბეზეს და ათქვიფეთ მიქსერით რამდენიმე წამის განმავლობაში.
ბისკვიტისთვის კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი. დაამატეთ გულები, შემდეგ, მიქსერის გარეშე შეურიეთ გაცრილი ფქვილი. ფორმას დააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. გააციეთ და გაყავით ორად. 
ჟელატინი დაალბეთ წყალში 20-30 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ შეურიეთ შაქრის ნახევარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ჟელატინი  და შაქარი უნდა გადნეს, მაგრამ არ აადუღოთ. გააგრილეთ ეს მასა.

კრემ-სუფლე: კვერცხის ცილა ათქვიფეთ კარგად, შაქართან და ვანილთან ერთად. დაამატეთ ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ. 
ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე, შეურიეთ ბეზეს და ათქვიფეთ მიქსერით რამდენიმე წამის განმავლობაში. ტორტის პირველ ფენას წაუსვით სუფლე, დაადეთ მეორე ფენა და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.  უმჯობესია ამისთვის გვერდებმოსახსნელი ფორმა გამოიყენოთ. 
მზა ტორტს ზემოდან წაუსვით გამდნარი შოკოლადი

.