კარლსონის საყვარელი შვედური გუფთები
კარლსონის საყვარელი შვედური გუფთები
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში - 500 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • რძე - 100 გ
  • პურის ნაჭერი - 50 გ
  • მარილი და პილპილი
  • დარიჩინი - 1/4 ჩ.კ
  • ოხრახუში - 1/2 კონა
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში. პური დაალბეთ რძეში, შემდეგ გაწურეთ და ჩაამატეთ ფარშს ხახვთან ერთად. შემდეგ დაამატეთ მარილი, პილპილი, დარიჩინი 2 ს.კ რძე (რომელშიც პური ლბებოდა)  და დაჭრილი ოხრახუში. კარგად აურიეთ. გააკეთეთ 30 პატარა ბურთულა დაალაგეთ დაფაზე და 30 წუთით მაცივარში გააციეთ.

ტაფაზე გააცხელეთ ცხიმი და შეწვით ფქვილში ამოვლებული გუფთები.  გუფთები შეგიძლიათ ჩადოთ სხვადასხვა სასურველ სოუსში. შვედები მიირთმევენ კარტოფილის პიურესა და წითელი მოცვის სოუსთან ერთად


Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%92%D1%82%D0%BE%D1%80%D1%8B%D0%B5-%D0%B1%D0%BB%D1%8E%D0%B4%D0%B0/%D0%9C%D1%8F%D1%81%D0%BD%D1%8B%D0%B5-%D1%82%D0%B5%D1%84%D1%82%D0%B5%D0%BB%D0%B8-%D0%BF%D0%BE-%D1%88%D0%B2%D0%B5%D0%B4%D1%81%D0%BA%D0%B8

ტეგები:
ფარში გუფთა ნანახია: 38828