მოამზადეთ ბლინები თქვენთვის სასურველი ნებისმიერი რეცეპტით. წაუსვით ჯემის თხელი ფენა, დაადეთ რიკოტას კრემი და გადაახვიეთ რულეტივით. რიკოტას წინასწარ შეურიეთ ვანილი ან ლიმონის ცედრა, შაქრის პუდრა კი გემოვნებით. შემდეგ ბლინი სპირალურად მოახვიეთ და დადეთ ფორმის ცენტრში. დანარჩენ ბლინებსაც წაუსვითკრემი და შემოულაგეთ გარშემო პირველ ბლინს.ცილისგან თქვიფეთ ბეზე, შეათქვიფეთ შაქარი. საკონდიტრო ტომრით გარშემო და ზემოდან წაუსვით ბლინებს ბეზე, შედგით 15-20 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.სულ ესაა, ბლინის ტორტი მზადაა!*რიკოტას ნაცვლად შეიძლება ახალი, რბილი ხაჭოს გამოყენება