სალათა "პრინცი"
სალათა "პრინცი"
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაიონეზი
  • ყველი - 100 გ
  • მოხარშული კვერცხი - 4
  • კიტრის მწნილი - 5 ცალი
  • საქონლის ხორცი, მოხარშული - 500 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ნიგოზი
მომზადების წესები
მოხარშული საქონლის ხორცი ძალიან წვრილად დავანაწევროთ. კიტრი გავხეხოთ და შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი. გავხეხოთ ყველი და კვერცხიც. ნიგოზი მოვხალოთ და დანით წვრილად დავჭრათ.

ავაწყოთ სალათა:
პირველი ფენა - ხორცი და მაიონეზი, შემდეგ კიტრი და მაიონეზი, შემდეგ კვერცხი და მაიონეზი, ბოლოს ყველი და მაიონეზი. ემოდან მოვაყაროთ ნიგოზი.