ხახვის ფურცლებში გამოყვანილი მოხარშული სალა
ხახვის ფურცლებში გამოყვანილი მოხარშული სალა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • ხახვის ფურცლები - 2 მუჭა
  • მარილი - 1 ჭიქა
  • წყალი - 7 ჭიქა
  • ღორის სალა - 1 კგ
  • ნიორი - 4-5 კბილი
მომზადების წესები
ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი და ხახვის ფურცლები.  წამოადუღეთ და ხარშეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაამატეთ სალას ნაჭრები. წყალმა მთლიანად უნდა დაფაროს ხორცი.  ხარშეთ 20 წუთი. თუ სალას ხორცის ფენებიც აქვს, მაშინ 40 წუთი. გამორთეთ ცეცხლი და ჩატოვეთ ხორცი თავისივე წყალში, 24 საათით, შემდეგ ამოიღეთ და გააშრეთ. წაუსვით წიწაკა ან პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, ჩადეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში.
ტეგები:
ღორის ხორცი სალა ნანახია: 25597