მოამზადეთ ცომი: შეურიეთ გამდნარი მარგარინი, კვერცხი და შაქარი. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, მარილი, ბოლოს ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი გვერდით გადადეთ და ახლა გულსართი მოამზადეთ. შეურიეთ ყველა მითიტებული ინგრედიენტი და გულსართი მზადაა.ცომი გააბრტყელეთ მაგიდაზე 5 მმ სისქეზე. გამოჭერით რგოლები. დაადეთ გულსართი თითოეული რგოლის ერტ ნაწილზე, მეორე ნაწილი ზემოდან გადმოაფარეთ, მაგრამ ნაპირები ღია დაუტოვეთ. ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი