არაქისი მოხალეთ ღუმელში 200 გრადუსზე და გაციების შემდეგ დაფქვით ბლენდერში. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დაამატეთ 3 ს.კ შესქელებული რძე და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი და არაქისი, კვლავ ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიიღებთ სქელი კრემის კონსისტენციის ნაზ ცომს.გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და გაყავით 3-9 ნაწილად. მოაფრქვიეთ ფქვილი და გააბრტყელეთ 26-28 სმ დიაგონალის ფირფიტებად. გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 10-12 წუთი.მზა ფირფიტებს ლამაზად ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები და დაფხვენით.ათქვიფეთ ნაღებისგან კრემი. მაცივრიდან გამოღებული შესქელებული რძე გადაიტანეთ თასში და კოვზით კარგად აურიეთ. შემდეგ ნაწილ-ნაწილ ამატეთ ნაღების კრემი და თან ურიეთ ხელის სათქვეფით. მიღებული კრემი წაუსვით ყველა ფორფიტას, მათ შორის გვერდებზე და ზემოდანაც. გვერდებზე მოაყარეთ ნაფხვენები, ზემოდან მორთეთ სურვილისამებრ. შედგით მაცივარში 1 ღამით.