ცხარე და სურნელოვანი მედიტერანული ვინეგრეტი
ცხარე და სურნელოვანი მედიტერანული ვინეგრეტი
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცხარე წიწაკა, წითელი - 1.5 ჩ.კ (წვრილად დაჭრილი)
  • ნატურალური იოგურტი ან მაწონი - 1 ს.კ
  • ქინძი - 4 ღერო
  • ძმარი - 2 ს.კ
  • ქიშმიში - 2 ს.კ
  • სტაფილოს წვენი - 1/2 ჭიქა
  • დაფქული ქინძი - 1/4 ჩ.კ
  • ძირა - დაფქული, დანის წვერით
  • თაფლი - 1 ჩ.კ
  • მდოგვის მარცვლები - 1/2 ჩ.კ
  • ზეითუნის ზეთი - 1/4 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
დაბალ ცეცხლზე, მშრალ ტაფაზე გაათბეთ მდოგვის თესლი, ქინძი და ძირა. დაასხით სტაფილოს წვენი და ადუღეთ ასევე დაბალ ცეცხლზე სანამ არ განახევრდება, დაახლოებით 3 წუთი.
ბლენდერში მოათავსეთ ქიშმიში, სურნელოვანი სტაფილოს წვენი, ძმარი, ზეთი, ნედლი ქინძი, თაფლი, ნატურალური იოგურტი (ან მაწონი), დაჭრილი ცხარე წითელი წიწაკა, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გააციეთ მაცივარში. ინახება სამ დღემდე. გამოიყენეთ სხვადასხვა სახის "ფრეშ" სალათებზე მოსასხმელად, მათ შორის ხორცის შემცველზე.
წიწაკის სიცხარეს კარგად აბალანსებს ქიშმიშის, თაფლის და სტაფილოს წვენის სიტკბო.
*უკეთესი იქნება, თუ ქიშმიშს წინასწარ დაალბობთ, რათა დარბილდეს.