ქათმის სალათა "ბუფალო"
ქათმის სალათა "ბუფალო"
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მდოგვი - 1 ჩ.კ
  • ლიმონის წვენი - 2 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 4-5 ს.კ
  • სტაფილო - 2 ცალი
  • კომბოსტო - 400გ
  • მარილი და პილპილი
  • ქათმის ფილე - 500 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • ობიანი ყველი - 50 გ
მომზადების წესები
ქათმის ფილეს წაუსვით მარილი და პილპილი. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, ისე რომ ლამაზი ოქროსფერი მიიღოს.
კომბოსტო ძალიან თლად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. გადაიტანეთ თეფშზე. მოასხით სოუსი, მოაყარეთ დაფშვნილი ყველი. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ხორცი.

სოუსი: კარგად აურიეთ მარილი, პილპილი, მდოგვი, არაჟანი, ზეთი და ლიმონის წვენი.
ტეგები:
სტაფილო კომბოსტო ქათმის ფილე ნანახია: 36318